აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე წმინდა ყურანი აჩუქეს

პარასკევი, 01 აპრილი, 2016 - 11:32

საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საკითხები და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში.

„ეთნიკურად აზერბაჯანელი ჩვენი მოქალაქეების ერთიანობა და ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში არის აუცილებელი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც ახლა ხდება,“–აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

მისივე თქმით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანი არსებულ პრობლემებზე საუბარი და მათი გადაჭრის გზების ძიებაა.

აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს საჩუქრად წმინდა ყურანი გადასცეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სავალან მირზოევი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46