არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს შეხვდება

პარასკევი, 18 მარტი, 2016 - 12:32

 არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შაბათს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება. შეხვედრას დაესწრება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

შეხვედრაზე განხილული იქნება საარჩევნო რეფორმის რამდენიმე ვარიანტი.

"ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ შეესაბამება მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი. პრაქტიკულად ეს შეხვედრა იქნება უკანასკნელი შანსი, რათა ურთიერთობები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცეს და თავიდან იქნეს აცილებული ვითარების დესტაბილიზია, როგორც არჩევენის წინა, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში", - აცხადებს კახა კუკავა..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45