3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 11:01

საქართველოში 3 მარტს  დედის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე დასვენების დღედ ოფიციალურად არის გამოცხადებული.

  დედის დღის დაწესების შესახებ  გადაწყვეტილება  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს,   უმაღლესმა საბჭომ  1991 წელს დააკანონა.

3 მარტს ქალთა დღე, 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.

დედის დღე, მსოფლიო, ქალთა საერთაშორისო დღისგან განსხვავებით,  დედებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის დაწესდა.

 დედის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ, მაისის მეორე კვირას აღინიშნება  ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალტაში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ბელგიაში, უკრაინასა და ესტონეთში.

დიდ ბრიტანეთში აღინიშნება მარტის ბოლო კვირას,  საბერძნეთში 9 მაისს, პოლონეთში - 26 მაისს. უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, "დედის დღე" ემთხვევა "ქალთა საერთაშორისო დღეს" და აღინიშნება 8 მარტს. შვედები და ფრანგები დედებს ამ დღეს  მაისის ბოლო კვირას ულოცავენ, სერბები და პორტუგალიელები დეკემბერში აღნიშნავენ, ესპანეთში დედის დღე აღინიშნება  მაისის პირველ კვირას,  ფილიპინებში კი 10 მაისს აღინიშნება.

დედის დღე  რუსეთში აღინიშნება ნოემბრის ბოლო კვირას, ბელარუსში - 14 ოქტომბერს, სომხეთში - 7 აპრილს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41