ჯენეტ ჯექსონს სიმსივნე აღმოაჩნდა

ოთხშაბათი, 13 იანვარი, 2016 - 14:30

პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის დის  ჯანეტ ჯექსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია. ჯენეტს  ექიმებმა ხმის იოგებზე  სიმსივნე აღმოუჩინეს.

ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ  მომღერალს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, მას სასწრაფო ოპერაცია და ხანძლივი თერაპიის კურსის ჩატარება დასჭირდება,  რათა მეტყველების უნარი არ დაკარგოს.

"გრემის" მფლობელი,  მომღერალი  უახლოეს მომავალში მსოფლიო ტუნის დაწყებას  გეგმავდა, თუმცა მისი კონცერტები  გაზაფხულამდე გადაიდო.

ავადმყოფობის შესახებ 49 წლის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამის“ საშუალებით შეატყობინა.  

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44