ლალი მოროშკინამ N5 ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალბატონებს და მათ შვილებს საჩუქრები გადასცა

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი, 2015 - 13:14

N5 ქალთა დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს წინასაახალწლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ესტუმრა და მსჯავრდებულ ქალბატონებს და მათ შვილებს საჩუქრები გადასცა.

ლალი მოროშკინას განცხადებით, ორგანიზაციის წევრებს ბავშვებზე პატრონაჟი აქვს აღებული და ყველა დღესასწაულზე მათ გვერდით არიან.

„რეალობა, რომელიც აქ ბავშვებისთვის არსებობს, ნამდვილად კომფორტულია. პირობები ნამდვილად საუკეთესოა. სასჯელაღსრულების სამინისტრო, დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ბავშვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ჩვენც ჩვენის მხრივ საჩუქრები მოვიტანეთ. ჩემთვის ეს ვიზიტი ორმაგად მნიშნველოვანია, რადგან მე ამ სისტემაში ვმუშაობდი და მსჯავრდებულებს კარგად ვიცნობ.“ - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

სტუმრებმა მსჯავრდებულებს და მცირეწლოვან ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული, რბილი სათამაშოები და ტანისამოსი გადასცეს. დედების განცხადებით საჩუქრები საჭიროებისამებრ არის შერჩეული.

„ძალიან გაგვიხარდა საჩუქრები. ტანსაცმელი და სათამაშოებია, რომლებიც ჩვენ მართლაც ძალიან გვჭირდება. აქ ჩვენთვის ყველაფერია, თუმცა საჩუქრები ხშირად მოაქვთ, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, რაც ძალიან გვახარებს. როგორც წესი წინასწარ კითხულობენ ხოლმე ჩვენი შვილების სქესს, ასაკს და შერჩეული ტანისამოსი მოაქვთ. ძალიან მოგვეწონა ბავშვების საჩუქრები და დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხადო“ - აღნიშნა მსჯავრდებულმა.

დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ადმინისრტაციის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ პატარებისთვის ოჯახური გარემო შეიქმნას.

„ვცდილობთ, ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან ოჯახური გარემო შეიქმნას, ზუსტად ისეთი, როგორიც სახლში ექნებოდათ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. სტუმრებიც ხშირად მოდიან და ამ მხრივ ჩვენი მსჯავრდებულები ნამდვილად განებივრებულები არიან, ვფიქრობ რომ მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის“ - განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.1
  • 3.53
  • 0.04
  • 0.47
  • 1.58