კოკა ყანდიაშვილი კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე

ხუთშაბათი, 24 დეკემბერი, 2015 - 00:31

კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე!

კვირიკაშვილზე:  1. დაახლოებით 100 დღის წინ, 1 სექტემბერს - როდესაც კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა გახმაურდა - გასაგები იყო, რომ სულ მალე იგი პრემიერი გახდებოდა. 2. ასევე გაგახსენებთ, რომ 2013 წელს - სულ ერთ ნაბიჯში იყო კვირიკაშვილი პრემიერობასთან - თუმცა არჩევანი მაშინ ირაკლიზე შეჩერდა. 3. კვირიკაშვილი იქნება ისეთივე პრემიერი - როგორი ეკონომიკის, საგარეო და პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი იყო. 4. გიორგი ღრმად მორწმუნე, იშვიათად კარგი მეოჯახე და სტაბილური ადამიანია. 5. იცოდეთ - რომ კვირიკაშვილსაც შეუძლია გადადგომა - თუ ჩათვლის რომ (რაიმე კონკრეტული) ეწინააღმდეგება მის რწმენას და ფასეულობებს. პრინციპული კაცია.

ღარიბაშვილზე: 1. პირველად ზაფხულში გახმაურდა, რომ სექტემბრამდე ირაკლის - გიორგი შეცვლიდა, მაგრამ სექტემბერში მხოლოდ ტაქტიკური ცვლილება განხორციელდა. ალბათ საჭირო იყო - მომავალი პრემიერი ევროატლსნტიკურ კოლეგებს გაეცნოთ და მიეღოთ. 2. ჯანყარაშვილის წასვლამდე - ღარიბაშვილი მხოლოდ ძლიერდებოდა. 3. იშვიათი შრომის მოყვარე და დისციპლინირებული ადამიანია. ძალიან თავშეკავებული და ბევრის მომთმენი. 4. გულწრფელად უხარია საქმის წარმატება და დაუყოვნებლივ რეაგირებს პრობლემებზე. 5. მუდმივ შარში იყო იმიტომ, რომ არ იცნობდა ხალხს და ვისაც იცნობდა - დაუმსახურებლად ენდობოდა და სათანადოდ ვერ აფასებდა. 6. დღეს, მის განცხადებას რომ ვუყურე - მომეჩვენა, ცოტა ნაწყენი იყო, (მიაჩნია, რომ არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობა) და გუშინწინდელ გამოსვლასაც თუ გავიხსენებთ - ვიტყვი შემდეგს: - ირაკლის მიაჩნია - რომ ძირითადად, შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და თუ მავანმა არ დაუფასა სათანადოდ, ხალხი ხომ მაინც ყველაფერს ხედავს. - მას სჯერა რომ იგი პირნათელია საქმისა და ერის წინაშე. - - ისეა თუ ასე - ეს მხოლოდ მისი განცდებია. სიმართლე გითხრათ - სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო - იგი 33 წლისაა, და ამ 33 წლიდან - ბოლო 4 წელია სახლში ღამის 2-3 საათამდე ადრე არ შესულა. იმიტომ რომ მუშაობდა. 7. მჯერა - რომ ირაკლი იპოვის იმ საქმეს - რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი.

ივანიშვილზე: ზოგადად მიჩნეულია - რომ ივანიშვილი: - პირველი პუნქტი. ყოველთვის მართალია. მეორე პუნქტი. თუ არ გჯერა - ნახე პირველი პუნქტი. - და ბოლოს - წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, მის ძალიან კარგ და არც ისე კარგ შვილებს. - ძაან ცდებიან ის ხალხი - ვისაც მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის წასვლით და კვირიკაშვილის მოსვლით არაფერი შეიცვლება. - შეიცვლება მეგობრება - ძაან შეიცვლება. ნახავთ როგორი იქნება კოალიცია, რიგი მინისტრები და ზოგიერთების - ჩაშლილი გეგმები.

პ.ს. - როგორც იცით, გიორგი კვირიკაშვილს გარდაეცვალა დედა - ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.66
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46