საქართველო სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული ევროპისთვის - გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე

პარასკევი, 18 დეკემბერი, 2015 - 20:27

ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები მიჩნეული იქნა ძალიან წარმატებულად უამრავ სფეროში, - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დადებით დასკვნას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ უამრავი საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუციონალური რეფორმები ჩატარდა. შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები არის აბსოლუტურად მობილიზებული. ამასთან, სამართლებრივ სფეროში ჩატარდა უამრავი რეფორმა, მიგრაციის კუთხით გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველაფერ ამის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა სანდო პარტნიორად ევროპისთვის, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისთვის შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ჩვენ კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კონსოლიდაცია კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისა, რათა პოლიტიკურ დონეზე უკვე ყველა ქვეყანამ მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რათა როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში მიღებული იქნას ის საჭირო მხარდაჭერა, რომელიც უკვე საბოლოო საკანონმდებლო ცვლილებას დაუდებს საფუძველს.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროპის ყველა ქვეყანაში", - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის, მინისტრმა განმარტა, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება ჩვენს მიერ განიხილება როგორც განუყოფელი ნაწილი ევროკავშირთან ერთად თანაცხოვრებისა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა, რომლის ეფექტიანობა წარმოუდგენელია იმის გარეშე, რომ საქართველოში მცირე მეწარმეებმა, ფერმერებმა შეძლონ თავისუფლად გამგზავრება ევროპაში, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, მათი საქართველოში ჩამოტანა და დამკვიდრება და ა.შ. ეს არის ევროპული ოჯახის უკვე სრულუფლებიანი წევრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრმა უვიზო მიმოსვლის უკვე რეალურად განხორციელების პროცედურებზეც ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე საერთო-საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას, ეს იქნება ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მუშაობის უფლება ევროკავშირში და არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისთვის საჭირო არ იქნება. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების სისტემა იმიგრაციისა, როგორც საქართველოში, მათ შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დასჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროკომისიამ დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში ქვეყანის მოქალაქეები შენგენის ზონებში უვიზოდ იმოგზაურებენ.​

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45