თუ ჩვენ საზოგადოება გვქვია, მურუსიძის ადგილი არ არის სააპელაციო სასამართლოში - მანანა ნაჭყებია

ხუთშაბათი, 03 დეკემბერი, 2015 - 16:40

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ოქროყანის სასაფლაოსთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს.

„ჩვენ შეგნებულად ამოვედით სწორედ აქ, ოქროყანის სასაფლაოზე, რათა გაგვემძაფრებინა საზოგადოებისთვის განცდები, რაც გვქონდა მაშინ, როდესაც სრულიად ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა ამოიყვანეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს. დღეს იმ მოსამართლეს, რომელმაც ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვა სანდროს მკვლელები ხელისუფლება უპირებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას. მინდა საზოგადოებას შევახსენო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც გამოხატულია მათი აღშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლო სხვა სახელისუფლებო შტოებთან ერთად ცდილობდა ამ საზარელ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

ვინ წარმოადგენდა მაშინ სასამართლოს? ბატონი ლევან მურუსიძე და სხვა მოსამართლეები, რომელთაც ასევე აქვთ პრეტენზია დაიკავონ ადგილები სააპელაციო სასამართლოში.

თუ ჩვენ საზოგადოება გვქვია არ უნდა დავუშვათ, რომ ლევან მურუსიძე ამჯერად უკვე უვადოდ მოგვევლინოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ“, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44