აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე - კახა კალაძე

ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2015 - 18:14

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია სენაკის მუნიციპალიტეტში გახსნეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას. დღეს, ვიმყოფებით სენაკის მუნიციპალიტეტში. მინდა გითხრათ,რომ ძალიან დიდი მოლოდინი იყო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, უამრავი წერილი შემოდიოდა რეგიონებიდან სადაც, ჩვენი მხარდამჭერები მოგვმართავდა კითხვით თუ როდის გაიმართებოდა საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები . ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე და ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით".  - განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტში, კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59