შს სამინისტრომ უწყების იურისტების ფორუმი გამართა

შაბათი, 21 ნოემბერი, 2015 - 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაერო-ს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამინისტროს იურისტების ფორუმი გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გახსნა.

ფორუმზე მოწვეული იყვნენ შს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის იურისტები. ფორუმის ძირითად მიზანს შსს-ს სისტემაში ახლადშექმნილი იურიდიული დეპარტამენტის სამომავლო ხედვის პრეზენტაცია წარმოადგენდა.

იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ოქროპირიძემ და სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა. ამასთან, ფორუმის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაერო-ს განვითარების ფონდის წარმომადგენლის - თამარ საბედაშვილის მოხსენება მოისმინეს.

სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ეფექტიანი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ფუნქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ კუთხით უწყების იურისტების კოორდინირებულ ჩართულობას.

ფორუმის მონაწილეები სამინისტროში მაღალი სამართლებრივი სტანდარტების დასამკვიდრებლად აქტიური სამუშაო შეხვედრების ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43