სირცხვილი ჩვენ, რომ ჯერ თავისუფლება მოვიპოვეთ და მერე დავიწყეთ ყვირილი, დიქტატურის ძიება - კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 07 ნოემბერი, 2015 - 11:17

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ვიღაცას ეწერა 25 წელია წრეზე ვტრიალებთო - მე დავამატებდი 25 წელია პოლიტიკური მორალი არ იცვლება ქვეყანაში, ყველა სათავისოდ ცდილობს გამოიყენოს საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერი თემა და ისტერიულად იწყება პოლიტიკური ქულების დაგროვების არაჯანსაღი შეჯიბრი.

ვეკითხები მოსახლეობას, მაყურებელს, კოალიციის წევრებს, საქართველოს გულშემატკივრებს - სად დაირღვა სიტყვის თავისუფლება, სად ჩაერია ხელისუფლება რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებელ მუშაობაში?. . . თუნდაც ის განცხადებები, რომელიც დღეს ვრცელდება - მიუხედავად ავტორებისა, შინაარსისა თუ ფორმისა, არის თუ არა დემოკრატიის თვალსაჩინოება? დიახ, სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის! მაგრამ, მორალის თავისუფლება სამწუხაროდ ბევრს დეფიციტში აქვს!

რაც შეეხება დავას არხის მფლობელებს შორის - დააცადეთ პროცესს, მივიდეს თავის ლოგიკურ სამართლებრივ დასასრულამდე! სირცხვილი მტერსაც და ვითომ მოყვარესაც, რომ ქვეყნის იმიჯს აყენებს ჩრდილს თავისი პირადი ინტერესების და მიზნების გამო. სირცხვილი ჩვენ, რომ ჯერ თავისუფლება მოვიპოვეთ და მერე დავიწყეთ ყვირილი, დიქტატურის ძიება. დღევანდელ დღეს იმ დროს ვადარებთ, როცა სიტყვაც და ნებაც იზღუდებოდა.

იმედს ვიტოვებ ქვეყნის ინტერესები ერთხელ მაინც იქნება გამაერთიანებელი და საერთო მიზანი თითოეული ჩვენგანისთვის. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა უნდა იყოს ყველა შეგნებული პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენლის და მოქალაქის პრიორიტეტი."

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44