პრემიერ-მინისტრის განცხადება გათვლილი იყო ესკალირებაზე - მამუკა კაციტაძე

ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2015 - 16:22

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრის განცხადება  იყო ესკალირებაზე გათვლილი განცხადება, ისევე როგორც ფარული ჩანაწერების ჩვენება, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს და დასასჯელი უნდა დაისაჯოს.

 "ექვსი არჩევნები ჩატარდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებით, ხოლო ახლა ირკვევა, რომ ახალი ფარული ჩანაწერებით უნდა ჩატარდეს კიდევ ბევრი არჩევნები", - განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, კაციტაძე  დროულ უწოდებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციური წესიდან გამოსვლასა და სამოქალაქო დაპირისპირებას შორის არის ერთი ნაბიჯი, ამიტომ "სანამ ურემი გადაბრუნდება, მაშინ  არ უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება".

"პრეზიდენტის ვალდებულება იყო იმ ტიპის განცხადების გაკეთება, რაც მან თქვა, იმ ტიპის მოწოდება მოსამართლისადმი,  ეს არ იყო დავალება, ეს იყო მოწოდება, ცივი გონებით გამოეტანა გადაწყვეტილება და არა ხისტად. რაც მთავარია, პრეზიდენტმა შესთავაზა კონსულტაცია ყველას, რასაც არავინ აკეთებს ხელისუფლების მხრიდან. პრეზიდენტი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კონსულტაცია შემოგვთავაზა არა მხოლოდ არჩევნებთან, არამედ შექმნილ ვითარებასა და შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით, ამის არ დაფასება სიბრმავეა", - განაცხადა კაციტაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55