უფლის მიერ ცოდვებისთვის განადგურებულ ბიბლიურ სოდომსა და გომორს არქეოლოგებმა მიაკვლიეს

სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2015 - 01:41

 ამერიკელი არქეოლოგების გუნდმა ტრინიტის უნივერსიტეტიდან, იორდანიაში უფლისგან განადგურებულ ბიბლიური ქალაქების სოდომისა და გომორის ნანგრევებს მიაკვლიეს.

ნანგრევები  რამდენიმე წლის წინ იქნა აღმოჩენილი, თუმცა მაშინ არავის უფიქრია, რომ  ბიბლიური დასახლებების ნაშთებს მიაკვლიეს.  პირველი ექსპედიცია  სოდომისა და გომორის მოსაძიებლად 1965 წელს  გაიგზავნა.  ნიმუშების მრავალწლიანი  კვლევის შემდეგ ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არსებული ქანდაკებებისა და არქიტექტურული კომპლექსის ნაშთები  სრულად ემთხვეოდა ძველ აღთქმაში აღწერილ   სოდომსა და გომორს.

ტალ ელ ჰამანის რაიონში მკვლევარებმა  ხუთი  საკმაოდ განვითარებული ქალაქის კვალი აღმოაჩინეს,  რომელიც მტვრად  და ნაცრად არის ქცეული.

 დიდი ხნის განმავლობაში  სოდომისა და გომორის არსებობას ბევრი მეცნიერი აკრიტიკებდა, ახალ მიკვლევას  არქეოლოგები  მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების აღმოჩენად აფასებენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.66
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46