რაღაც ვერ გავიგე ბატონო ვიცე-პრემიერო! - სალომე ზურაბიშვილი

სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2015 - 00:42

რაღაც ვერ გავიგე ბატონო ვიცე-პრემიერო!

სამი წლის წინად უკვე ნახავდით ამ კადრებს და თქვენთვის ახლის მთქმელი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი... თუ გინდოდათ ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სად იყავით აქამდე? ამისი დრო და საშუალება ალბათ გქონდათ არა? პარტიის კოლეკტიურ პასუხისმგებლობამდე მთავარი პირების გასამართლება გევალებოდათ ( და არა მხოლოდ დაჭერა ან უცხოეთში დევნა და ვერაფრის მიხწევა/დამტკიცება!) პირიქით არის : პასუხისმგებლობის დაყენება კი არა, თუ ძლიერდება ნაციონალურ მოძრაობა ეს იმიტომ რომ სასამართლოთი ჯერ ვერაფერი დაუმტკიცეთ!... ეს იმიტომ რომ წართმეული ქონება არავის დააბრუნებინეთ და არავის დაუბრუნეთ ივანიშვილის გარდა) ! ეს იმიტომ რომ მათი ქმედებები, მეთოდები არ გაამზიურეთ და დღესეც არ ვიცით მაგალითად როგორ აყალბებდნენ არჩევნებს და ამისთვის არავინ დასჯილა... უკვე ვფიქრობთ ნუთუ მოგვეჩვენა ეს 9 წელი და არც არაფერი ყოფილა?! იმდონეზე ვერ დაამტკიცეთ ვერაფერი, რომ ვიღაცას დღეს შეუძლია (თან თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს!) აქით თქვენი ხელისუფლება კადრების დადგმაში და ბავშვის მოკვლაში დაადანაშაულოს და არავითარი შედეგი ამას არ მოჰყვეს!

ნაციონალების გაძლიერებაში თქვენ პირადად დიდი წვლილი მიგიძღვნით : თქვენ როცა ხელს აწერთ და ამტკიცებთ ახალ მეგაჰესების მშენებლობას სვანეთში და საზოგადოების გვერდის ავლით, მისი არც მოსმენით და არც მისთვის რამის ახსნით, თქვენსას მიერეკებით ... მაშინ აძლიერებთ თქვენს მიერ ერთადერთ ოპოზიციად ჩამოყალიბებულ ნაციონალურ მოძრაობას. როცა თქვენ იწყებთ, აქაც საზოაგდოების ლეგიტიმურ კითხვების და ზრუნვის მიუხედავად, დახურულ (რომ არ თქვა საიდუმლო) მოლაპარაკებს გაზპრომთან და შემდეგ სოკართან, მაშინ აძლიერებთ ნაციონალურ მოძრაობას და აძლევთ საშუალებას რომ მისთვის საყვარელი რუსეთის თემით იმოქმედოს! როცა თქვენი მთავრობა კაზრეთის საბადოების აფეთქებას მწვანე შუქს უნთებს, საზოგადოების აზრის საწინაარმდეგოდ, და არც აგრძნობინებს რომ მისი წუხილი ვინმესთვის ყურად საღებია, მაშინ აძლიერებთ ნაციონალურ მოძრაობას! როცა არცერთი სენსიტიური გამოძიების აუცილებლობა ( სამხედრო გადატრიალების მოდელირება, კოდორში მომხდარი 2008 წლის მოვლენები და საქართველოს ახალთახალ იარაღის “ჩაბარება”, ლაფანყურში დახოცილი ბიჭები, სამეგრელოში გადამალული იარაღი, ან თვით ამ კადრების გადაღების და გავრცელების საქმე...) არ გაითვალისწინეთ, არაფერი რომ ვთქვათ მათ დაწყებაზე ... თქვენ აძლიერებთ ნაციონალურ მოძრაობას! როცა ერთი უკვე გარეთ მყოფი ადამიანის დანიშნული პრეზიდენტი იმავე ადამიანის შერჩეული პრემირი და მთავრობა ერთმანეთს გაუთავებლად ექიშფებიn და ორივე თავისკენ იქაჩება ქვეყნის ინტერესების მიუხედავად და პირადი ამბიციების გასამყარებლად, მაშინ აძლიერებთ ნაციონალურ მოძრაობას! როცა უაზროდ მედია საქმეებში ერევით (რაც არ უნდა რუსთავი ორი სხვა კატეგორიას ეკუთვნოდეს და მასზე თავისუფალი მედიის კვალიფიკაცია ვერ უნდა ვრცელდებოდეს რამეთუ მას უფრო პარტიული პროპაგანდის არხის წოდება შეესატყვისება) და აძლევთ ნაციონალებს საშუალებას რომ იყვირონ და დაჩაგრულის მანტია მოისხან, მაშინ აძლიერებთ ნაციონალურ მოძრაობას! როცა ყოფილ მთავრობის პირველ პირებს იჭერთ , ციხეში თვეებით ამყოფებთ და ვერაფერს უმტკიცებთ სერიოზულს და გადახვედით ვაშლის ჭამაზე თუ პიჯაკების ყიდვაზე, თქვენი ასეთი არაეფექტური პოლიტიკა აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას! ამიტომ დღეს თქვენი გამოძახილი ნაციონალურ მოძრაობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით,- პოლიტიკურად დაგვიანებული და მორალურად შეისატყვისი თქვენი სხვა ქმედებებისა - ჟღერს როგორც საარჩევნო ლოზუნგი, დაუჯერებელი და პირიქით გამაღიზიანებელი ხალხისთვის ვინც ამ ყველაფერს უყურებს და ეს ყველაფერი ესმის! დღეს საზოგადოებას თქვენი ძახილის არც ჯერა და არც აინტერესებს ისე როგორც პასუხი მთავარ კითხვაზე: რატომ აძლიერებდით, გააძლიერეთ ნაცმოძრაობა... და რატომ დღესაც, როცა თქვენი პოლიტიკური პოპულარობა დღითიდღე კლებულობს, ყველაფერს ცდილობთ მაინც რომ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ არსებობის შანსი შეუნარჩნოთ და ამას ხელს უწყობთ? - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59