დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი, 2015 - 15:39

დემნა გვასალიას დაეკისრება მოდის სახლის იმიჯისა და ბრენდის კოლექციაზე კრეატიული პასუხისმგებლობა. ბრენდისთვის თავისი პირველი შოუ მან 2016 წლის მარტში უნდა წარმოადგინოს. გვასალიას ახალი პოზიციის შესახებ სიახლე "ბალენსიაგას" ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა ალექსანდრ უენგმა გასულ პარასკევს ბრენდისთვის გამართულ ბოლო შოუზე განაცხადა.

„მინდა, მივესალმო დემნას Balenciaga-ს კოლექციის სამხატვრო დირექტორად დანიშნვას. მისი ტექნიკით, მოდის სფეროში გამოცდილებით, ინოვაციური და ფრთხილი მიდგომით დემნა ამ როლს უნიკალურად ერგება. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეინარჩუნებს Balenciaga-ს ძირითად ღირებულებებს და განავითარებს მათ გლობალური ცვლილებების შესაბამისად“ - განაცხადა Balenciaga-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა იზაბელ გიშოტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46