მზეზე არსებული ანომალია დედამიწას ემუქრება

სამშაბათი, 06 ოქტომბერი, 2015 - 15:13

რუსმა სწავლულებმა მზეზე ანომალია აღმოაჩინეს , რომელიც დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხლებს გამოიწვევს. "მაღალსიჩქარიანი მზიური ქარების ნაკადი დედამიწამდე 6 ოქტომბერს, საღამოს  მოაღწევს . მაგნიტური ქარიშხალი 7 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება",-ამბობს რუსეთის დედამიწის მაგნეტიზმის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ანატოლი ბელოვი.

სწავლულის სიტყვებით, "ბნელი არეალი" მზეზე დაახლოებით ნახევარი წლის  წინ ჩამოყალიბდა. დედამიწაზე ის მაშინ მოქმედებს, როდესაც მზეს "ბნელი არეალი" ჩვენი პლანეტისკენ აღმოჩნდება - დღე-ღამეში 27 ჯერ. სწავლულების თქმით, კორონალურ ხვრელებს შეუძლიათ დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლების გამოწვევა. ხვრელების არსებობის ხანგრძლივობა 1 დან-2 წლამდეა.

მაგნიტური ქარიშხლების გამო, 6 და 7 ოქტომბერს მეტეოდამოკიდებულმა ადამიანებმა ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა სერიოზული ცვლილებები იგრძნონ: შაკიკი, თავბრუსხვევა, წნევის ვარდნა და დაავადებების გამწვავება. მაგნიტურმა ქარიშხლებმა შესაძლოა ტახიკარდიამდე და უძილობამდე მიგვიყვანოს. იმისთვის რომ ეს ცვლილებები ადვილად გადავიტანოთ, ექიმები გვირჩევენ შევამციროთ ფიზიკური დატვირთვა , ნაკლები დრო გავატაროთ მზის ქვეშ და მივიღოთ ბევრი წყალი. მაგნიტურ ქარიშხალს ასევე შეუძლია ტელევიზიის სიგნალის გაუარესება , კომუნიკაციების შეფერხება  და თანამგზავრების წყობიდან გამოყვანა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43