ლალი მოროშკინა პედრო აგრამუნტს ღია წერილით მიმართავს

ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2015 - 23:11

"ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო"-ს თავმჯდომარის ლალი მოროშკინას ღია წერილი ბატონ პედრო აგრამუნტს. არგუმენტები აგრამუნტის წინააღმდეგ!

"ბატონო პედრო, მე როგორც მრავალათასიანი არასამთავრობოს ხელმძღვანელი, რბილად რომ ვთქვა შეშფოთებას გამოვთქვამ თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დააფიქსირეთ. თქვენ ღიად დაადანაშაულეთ მმართველი გუნდი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში, და დაიწუნეთ ყოფილი მთავრობის წევრების პირობები ციხეში.

მინდა შეგახსენოთ, რომ პირადად მე ახალ მთავრობასთან ერთად, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი:

1. ვხურავდი ძველ ციხეებს, რომლებიც თავის პირობებით მხოლოდ ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკებს უტოლდებოდა!

2.პირადად ვნახულობდი გაუპატიურებულ არასრულწლოვნებს, რომელთა ასეთი ფორმით დასჯა სწორედ რომ სახელმწიფო ვერტიკალიდან მოდიოდა!

3.ჩვენ შევაჩერეთ წამება ციხეებში!

4.ჩვენ მოვახერხე დროული დახმარება აღმოგვეჩინა ათასობის ჭლექიანი, დიაბეტიანი და ასობით შიდსიანი მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც სასიკვდილოდ იყვნენ განწირული!

5.ჩვენ მოვახდინეთ პატიმართა გამოყვანა დახურული დაწესებულებებიდან, სადაც ისინი ყველა კანონის დარღვევით წლობით, არც სუფთა ჰაერზე გაყავდათ და არც თეთრეულს უცვლიდნენ!

6.ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ კვება, რომელიც ითვალისწინებდა საკვებზე დანამატის სახით ტექნიკური ზეთის დასხმას-რაც ერის გენოციდის ტოლფასია!

7.ჩვენ დავაგეთ ჯანმრთელი საფარი ქალთა დაწესებულებაში, რადგან სააკაშვილის რეჟიმის თითქმის არცერთ პატიმარ ქალს არ შერჩა საშვილოსნო!

8.ჩვენ ვიზრუნეთ 3 წლამდე პატარებზე, რომლებიც დედებთან ერთას იხდიან სასჯელს!

9.სამი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ციხიდან, დღისით თუ ღამით ქონების გადაფორმების არც ერთი ფაქტი!

მე პირადად ჯერ არ მიმიღია პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ ფატრავდა ციხეებში გვამებს, და სად მიდიოდა ორგანოები???? ბატონო პედრო, მე სიამოვნებით გადმოგცემთ არქივს, რათა თქვენ და თქვენი თანამოაზრეები დავარწმუნო იმაში, რომ მთელი 9 წელი ნაციონალური რეჟიმი ქართველთა გენოციდით იყო დაკავებული! ჩემს არქივში მრავლადაა ციხის პირობების ამსახველი მასალები, რაც არასოდეს აღარ დაგაყენებთ იმ აზრზე, რომ დღეს ციხეში ვინმეს უფლებები დაირღვა!

ნუ ცდით 320 000 ადამიანის მოთმინებას, რომლებმაც ეს კოშმარი გამოიარეს! პატივისცემით, ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს თავმჯდომარე ლალი მოროშკინა".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45