თქვენს კოლეგას აღებული აქვს ფული საკმაო ოდენობით, ეს აუცილებლად გაირკვევა და შეგრცხვებათ მისი დაცვის - ნიკა გვარამია მოსამართლეებს

პარასკევი, 02 ოქტომბერი, 2015 - 13:20

სანამ მე ამ ქვეყანაში ვარ, სანამ მე ცოცხალი ვარ, სანამ შემიძლია რუსთავი 2-ზე პასუხისმგებლობა ავიღო, თქვენ პატივცემულო ივანიშვილო, არასდროს გექნებათ კომფორტი, მშვიდად დაიძინოთ, იმიტომ რომ რუსთავი 2 არ არსებობს, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს არჩევანის ეთერიდან.

გვარამიას თქმით, ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი და რუსთავი 2 არის მსხვერპლი რეპრესიული მექანიზმის.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები, რომლის აგენტია პრაქტიკულად მოსამართლე ურთმელიძე და რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ეტყვიან“, - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და მოსამართლეებს მიმართავს, „თქვენს კოლეგას აღებული აქვს ფული საკმაო ოდენობით ეს აუცილებლად გაირკვევა და ამაზე ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ და შეგრცხვებათ მისი დაცვის“, - განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43