„ქართულმა ოცნებამ“ არათუ დაპირებები, მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებებიც კი არ შეასრულა! - ნინო ბურჯანაძე

ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2015 - 14:54

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამი წლის მუშაობის შედეგები შეაფასა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას მთელი საქართველო დიდი იმედებით ელოდა იმიტომ, რომ სჯეროდა, არამარტო დამნაშავე რეჟიმი მოშორდებოდა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანა წინ წავიდოდა.

„საქართველოს მოსახლეობას სჯეროდა იმ დაპირებებისა, რომელსაც უხვად იძლეოდა ბიძინა ივანიშვილი. მე ნამდვილად არ მქონდა იმის ილუზია, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა, გნებავთ 5 მილიონი თითოეულ სოფელს, გნებავთ ყველა ადამიანის კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. მაგრამ ნამდვილად ველოდი, რომ „ქართული ოცნება“ იმას მაინც მოახერხებდა რომ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა ქართველი ხალხის წინაშე. სამართლიანობისათვის უნდა იქნას აღნიშნული, რომ ერთადერთი რაც ნამდვილად მოიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ, ეს არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არის ტერორი და შიში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ „წარმატებით“ აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას.

„ქართული ოცნება“ გვატყუებს, როდესაც ამბიობს რომ პირველი ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან ოცნების სამწლიანი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო დაპატარავდა საქართველოს ტერიტორია, კიდევ უფრო გაუარესდა მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არ გადაწყვეტილა არც ერთი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკური საკითხი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44