ბორჯომის ხეობაში ომის დროს დამწვარი ტყის აღდგენის პროექტი დასრულდა

ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2015 - 12:28

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან შამბი შორპისთან ერთად, პროექტის - „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ შედეგებს ადგილზე გაეცნო.

პროექტი, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის მასივის აღდგენას ითვალისწინებს.

2008 წელს ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი. სულ პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე - ავსტრიის მთავრობის დახმარებით. გაიხსნა საცდელი სასკოლო სანერგე, რომელიც ნორჩი მეტყევეების განათლებას ემსახურება და ნერგებით ამარაგებს ტყის აღდგენით სამუშაოებს.

გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შამბი შორპიმ, ეკოკლუბელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52