რუსმა ინჟინრებმა ტარაკანი-რობოტი შექმნეს

ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2015 - 16:47

რუსი მეცნიერების ჯგუფმა რუსეთის ისტორიაში ყველაზე პატარა რობოტი-ტარაკანი შექმნა. რობოტი ტარაკანის საშუალებით შესაძლებელი იქნება ადამიანების მოძებნა ნანგრევებსა თუ სხვა ნებისმიერ ადგილებში.

„რობოტი ამერიკული Blaberus Cranifer-ის ანალოგია. რობოტის ნამდვილი ტარაკნისგან განსხვავება საკმაოდ  ძნელია, ის რეალური ტარაკნის სიარულის მანერასაც კი ზედმიწევნით იმეორებს. განსხვავების დანახვას იმ  შემთხვევაში შევძლებთ, თუ მას ძალიან ახლო მანძილიდან დავაკვირდებით,- აცხადებენ რუსი მეცნიერები.

დღესდღეობით რობოტს დაუსრულებელი სახე აქვს , თუმცა მისი მოდიფიკაცია ახლაც მიმდინარეობს და საბოლოო სახეს სულ მალე მიიღებს. სამუშაოების დასრულების შედეგად მივიღებთ სრულყოფილ რობოტ ტარაკანს, რომლის მეშვეობით უამრავი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო სამუშაოების წარმოებას დაახლოებით 22.5 ათასი დოლარი ჭირდება. პროექტის დასრულება 7 თვეში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44