დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015 - 17:26

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს (AMCHAM), სარა უილიამსონს და აღმასრულებელ დირექტორს ჯორჯ ველტონს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან   აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც ბოლო პერიოდში შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სავაჭრო ურთიერთობების ზრდას ეხება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ,,აბრეშუმის გზის“ ფორუმის მხარდაჭერისათვის, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

ფორუმს შეერთებული შტატების მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციაში ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებებს.

25-29 სექტემბერს ნიუ-იორკში ქართული დღეები-Discover Georgia და საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამერიკის სავაჭრო პალატა მომავალში თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41