უცნობის ათი მილიონი და ბრძოლა ,,მაესტროსთვის"- რა კავშირი აქვს ხაინდარავას ივანიშვილის ტელევიზიაში?

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015 - 12:16

"მაესტროს" ირგვლივ განვითარებული პროცესების უკან ისევ პირველი მოქალაქე და მისი მრჩეველების ჯგუფი დგას - ინფორმაციას "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. "საქმე იმაში გახლავთ,რომ გიორგი გაჩეჩილაძე ანუ პატარა გრეჩიხა ბიძინა ივანიშვილთან გოგა ხაინდრავამ დააკავშირა, გაჩეჩილაძე რომელიც რეალურად მაკა ასათიანმა წილიდან უკვე გაისტუმრა,"მაესტროს"მართვაში გადაცემას ითხოვს, ათი მილიონი, რომლის დახარჯვასაც ის ტელევიზიაში აპირებს, რეალურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფულია, მაკა ასათიანის ქმრის კოტე გოგელიას ტელევიზიიდან წასვლის შემთხვევაში "მაესტროს" "იმედი "იყიდის და ახალი ჰოლდინგი, როგორც გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილს არწმუნებს რეალური ბერკეტი იქნება რუსთავი 2-ის საინფორმაციო პოლიტიკის წინააღმდეგ, რადგან ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა ასე მარტივად არ დასრულდება და დროშიც გაწელილი იქნება.

კოტე გოგელიამ რაკი იცის, რომ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, პირად საუბრებში აცხადებს, რომ არ აპირებს ტელევიზიის თაობაზე არც გოგა ხაინდრავასთან და არც გიორგი გაჩეჩილაძესთან საუბარს, თუ ტელევიზია აინტერესებს, ივანიშვილი დამელაპარაკოს, სხვა პირს ამ თემაზე არ შევხვდებიო, აცხადებს გოგელია,

ივანიშვილს გამოჩენა არ უნდა,კულისებში თამაში ურჩევნია,ამიტომაც წავიდა პროცესი სასამართლოში," აცხადებს ელისო კილაძე.

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=54622

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46