"სიკვდილის სუნის" აღმოჩენით მსხვერპლთა გვამების მოძიება გამარტივდება

ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2015 - 23:00

მეცნიერებმა "სიკვდილის სუნი" აღმოაჩინეს, რასაც მსხვერპლთა გვამების მოძიებისთვის გამოიყენებენ. ამისთვის კი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები დაეხმარებიან.

 მსხვერპლთა აღმოჩენისთვის ქიმიურ კოქტეილს გამოიყენებენ, რომლითაც ძაღლებს გაწვრთნიან.

კვლევები ჯერ კიდევ 2004 წელს ამერიკულმა კომპანიამ „The Body Farm”-იმ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კვლევები დროებით შეჩერდა. 2010 წელს ბელგიელ მაშველთა ჯგუფმა დასახმარებლად მიმართა ქიმიკოს ივ კუპერს. ის დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ადამიანთა ნაშთებს და სხვადასხვა ცხოველების ორგანოებს. როგორც კვლევებით აღმოჩნდა, ღორს და ადამიანს აქვთ ის საერთო ორგანული ნივთიერებები, რომლებიც მათ დანარჩენი სამყაროსგან გამოარჩევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის და ღორის ბიოლოგიური სტრუქტურა ერთმანეთთან ახლოსაა - ერთი და იმავე სახის მიკრობები, ცხიმის რაოდენობა ა.შ.

გამოვლინდა, რომ ღორისა და ადამიანის ნაშთების სუნი ერთმანეთისგან 5 მარტივი ორგანული ნივთიერებით განსხვავდება და სწორედ ეს განსხვავება იქნება ე.წ „სიკვდილის სუნი“. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანში მსხვერპლთა გვამების მიკვლევას სრული სიზუსტით შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44