საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს

ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2015 - 19:00

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები იყო.  შეხვედრაზე განხილულ იქნას პროექტი ,,საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისასთვის, რომლის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და ქვეყანაში ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, რეგიონის მასშტაბით მომავლის სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, ასევე, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს.  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა.

პროექტის უშუალო განმახორციელებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55