ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ღირსეულად მოიქცეს, როგორც მომავალ პრეზიდენტს შეჰფერის

შაბათი, 19 სექტემბერი, 2015 - 15:21

პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავის კონკურენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალა ამომრჩეველს, რომელმაც მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას მუსლიმი უწოდა.

ჰილარი კლინტონი ასევე ურჩევს,  ისე მოიქცეს როგორც მომავალ პრეზიდენტს შეჰფერის, გამოხატოს პატივისცემა და დადგეს სიმართლის მხარეს.

 "ვიყავი შოკირებული არა  იმ ფაქტით, რომ ის ჩარჩოებიდან გამოვიდა, არამედ იმით, რომ ეს არ არის სიმართალე. ტრამპმა  ასეთ რიტორიკაზე უარი უნდა თქვას ", - განაცხადა კლინტონმა და დაუმატა, რომ პოლიტიკაში დისკრიმინაციის ადგილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ  დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ამომრჩეველმა ტრამპს მიმართა, რომ  ბარაკ ობამა ქვეყანაში ქრისტიანების წინააღმდეგ ომს ეწევა , მათი რელიგიური თავისუფლება საფრთხეშია და რომ ის მუსლიმია.   ტრამპმა კი უპასუხა, რომ მისი მოსვლის შემდეგ ამ და დანარჩენ სხვა საკითხებსაც მიხედავს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42