საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 11 სექტემბერი, 2015 - 19:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან ფაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებს თურქეთის ქალაქ ანტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მგზავრებს შორის იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები.

მთავრობის მეთაურმა დაავალა სპეციალურ სამსახურებს, დაადგინონ რა გახდა მომხდარის მიზეზი და მოახდინონ რეაგირება. დღესვე საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44