„ქართული ოცნება“ საგარეჯოში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში თამარ ხიდაშელს უჭერს მხარს და არა ირმა ინაშვილს

სამშაბათი, 01 სექტემბერი, 2015 - 19:36

კოალიცია „ქართული ოცნება“  საგარეჯოში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საგარეჯოს საარჩევნო ოლქში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ვრცელდება განცხადებები, რომელთა მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, თითქოს „ქართული ოცნება“ საგარეჯოში არა კოალიციის მიერ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატს, თამარ ხიდაშელს, არამედ ირმა ინაშვილს უჭერს მხარს.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აცხადებს, რომ კოალიციის წევრი თითოეული პარტია სრულად იქნება მობილიზებული საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. აღნიშნული მხარდაჭერა უზრუნველყოფს კოალიციის კანდიდატის დამაჯერებელ გამარჯვებას საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39