"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა პალმირაში კიდევ ერთი უძველესი ტაძარი ააფეთქეს

ორშაბათი, 31 აგვისტო, 2015 - 13:58

რადიკალური დაჯგუფება  "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა პალმირაში   უძველესი ბელის ტაძარი ააფეთქეს. ტაძარი, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის წინ არის აშენებული, მეორე ტაძარია ძველ პალმირაში, რომელიც  ბოევიკებმა გაანადგურეს.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ტაძარი  აფეთქებისას ნაწილობრივ ან მთლიანადაა განადგურებული. დადასტურებული ინფორმაცია ტაძრის განადგურების შესახებ არ არსებობს.  ჩვეულებრივ, რადიკალური დაჯგუფება  ყოველთვის აქვეყნებს ფოტოებს, თუმცა ტაძრის  განადგურების შესახებ ჯერ არაფერი გამოქვეყნებულა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45