„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 31 აგვისტო, 2015 - 12:37

კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში წარადგენენ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე.

ამასთან, კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ წინსვლას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დანერგვის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სოლიდარობის განმტკიცების, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კოალიცია „ქართული ოცნება“ აგრძელებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და საზოგადოებას სთავაზობს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომდევნო, ისე მისი შემდგომი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46