აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პირობას დებს, რომ პუტინის რუსეთს შეაჩერებს

, 30 აგვისტო, 2015 - 00:00

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი პირობას დებს, რომ მიიღებს ზომებს, რათა "შეაჩეროს" რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რადგან  "რუსეთი არასწორი მიმართულებით მიჰყავს" და რუსეთიდან წამოსული საფრთხე "ისლამურ სახელმწიფოს" შეადარა.

როგორც "ამერიკის ხმა" იუწყება,  აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება  კალიფორნიაში, კემპ-პენდლტონის საზღვაო ქვეითთა ​​ბაზაში ყოფნისას გააკეთა. მინისტრის თქმით, ამერიკისთვის ორ უდიდეს საფრთხეს  რუსული ძალების აგრესია და  "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენს.

მინისტრმა "სამწუხარო" უწოდა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და  აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ პასუხი უნდა გასცეს  რუსეთის ხელისუფლებას და პუტინის  მმართველობას, რომელსაც, მისი თქმით, "რუსეთი არასწორი მიმართულებით და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიჰყავს".

"როგორც ჩანს, ეს არის ზუსტად ის მიმართულება, საითაც მას მიჰყავს ხალხი - მორიგი დაპირისპირება.  ჩვენ უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები და შევაჩეროთ. ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი მოკავშირეები და მეგობრები ამ რეგიონში, ასევე  გვაქვს მნიშვნელოვანი კონტრაქტული ვალდებულებები ნატოს მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42