პრემიერ-მინისტრმა ესტონელ და რუმინელ კოლეგებს ყვარელში უმასპინძლა

ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2015 - 18:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ყვარელში უმასპინძლა.

სტუმრებმა ისტორიული ღვინის საცავი-გვირაბი დაათვალიერეს და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა. პრემიერ-მინისტრები ტრადიციული, ეროვნული კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.

ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები, UEFA - ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46