წინ ბევრი დიდგორი გველოდება! - თინათინ ხიდაშელი

ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2015 - 18:05

დიდგორის ბრძოლიდან 894-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დიდგორი 9 საუკუნეა გვაძლიერებს და 9 საუკუნეა გვაძლევს იმედს, რომ ეს ქვეყანა მუდმივად იქნება გამარჯვებული, მუდმივად იქნება დიდგორის ღირსი, დიდგორის დიდების მატარებელი. 9 საუკუნეა ჩვენ ყველანი ამ მიწაზე, საქართველოს მიწაზე, ვამტკიცებთ, რომ დავით აღმაშენებლის ღირსი ქვეყანა ვართ, რომ ყველა გასაჭირს, ყველა პრობლემას, ყველა გამოწვევას ზუსტად ისეთი სიბრძნით, სიდიადით, ისეთი ჭკუით და მოხერხებით დავამარცხებთ, როგორც ამას დავით აღმაშენებელი ახერხებდა. დავით აღმაშენებელი დიდი მეფე მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ დიდგორის ომი მოიგო. ის ბრძენი მეფე იყო და, სწორედ, ეს სიბრძნე აძლიერებდა ქართულ სახელმწიფოს, რამაც შეგვაძლებინა დიდგორი და შეგვაძლებინა, რომ ეს პატარა ქვეყანა, ევროპის განაპირას, შესულიყო მსოფლიო ისტორიაში, სწორედ, დიდგორის ომით. დიდგორის ომი არის ერთადერთი ომი რომლითაც ჩვენ ომების ისტორია გვიცნობს და სწორედ დავით აღმაშენებლის სიბრძნემ შეგვაძლებინა ეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას კი მოსწავლეებისთვის დიდგორის საკითხის სათანადოდ სწავლებაზე გაამახვილა ყურადღება. 

„დიდგორის მნიშვნელობაზე არავინ დავობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ფუნქცია უნდა შეიძინოს მან ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლებაში. სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, წინ ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება, სადაც უნდა დავამტკიცოთ საკუთარი ქვეყნის წინაშე თავდადება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ როგორც ისტორიის ეს კონკრეტული მონაკვეთი, ასევე, ზოგადად, დავით აღმაშენებლის, მაშინდელი საქართველოს მნიშვნელობა ქართული სახელმძღვანელოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა იყოს “, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით - „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდა. მთავარ სერჟანტ კობა ცირეკიძეს, კაპრალებს - ნიკა კილანავს და გიორგი ცხვედიანს ჯილდოები პრემიერ-მინისტრმა გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში, წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 45-ე სატანკო ბატალიონის კაპრალმა ნიკა კილანავამ ასევე აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან დაბომბვის შედეგად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები გამოიყვანა და პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინა. მედალიც, სწორედ, ამ დამსახურებისთვის ერგო.  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის კაპრალმა, გიორგი ცხვედიანმა კი ჯილდო ავღანეთში ISAF-ის მისიის შესრულებისას, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, არაერთი მებრძოლისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის დაიმსახურა. მან დახმარება აღმოუჩინა ქვეითად პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქებულ თარჯიმანს, დაჭრილი ოფიცერი სახიფათო ადგილს განარიდა და თვითონ ჩაერთო ორმხრივ ცეცხლში. ცხვედიანმა, პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დამონტაჟებული 80 კილოგრამამდე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და კოალიციური ძალების პატრულის პირადი შემადგენლობა მოსალოდნელი საფრთხისგან იხსნა.

თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა ახალი ჯილდო საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს - „დიდგორის ჯვარი" გადასცემს. ეს ჯილდო პირველად 2014 წელს მაიორმა ვიტალი ცხადაძემ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42