მიხეილ სააკაშვილი რუსეთს "აბრეშუმის გზის" წართმევას პირდება

, 09 აგვისტო, 2015 - 17:03

ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  მიხეილ სააკაშვილი რუსეთს "აბრეშუმის გზის" წართმევას პირდება. როგორც სააკაშვილმა  უკრაინულ «5 канал»-თან განაცხადა, ჩინეთიდან ევროპაში  ახალი "აბრეშუმის გზის"  გადამისამართებას რუსეთის ნაცვლად, უკრაინის გავლით აპირებს.

 სააკაშვილის გეგმის  თანახმად, საქონლის ნაკადმა  უკრაინის პორტ ილიჩევსკის გავლით უნდა გაიაროს, რაც ბევრად მომგებიანია.

"რუსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებას 30 დღე სჭირდება, ხოლო  ილიჩევსკის გავლით მაქსიმუმ ცხრა დღე. ამისთვის ყველაფერი მზადაა, ეს შესაძლებელია, რათა იქ დიდმა ნაკადმა გაიაროს", -  განაცხადა სააკაშვილმა.

 მისი თქმით,  პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია  დნესტრის შესართავთან  ხიდის აშენება, "ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 "აბრეშუმის გზა"  ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო დერეფანი  ევროპასა და ჩინეთს შორის. ერთ-ერთმა შტომ კი რუსეთზე უნდა გაიაროს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46