ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

შაბათი, 08 აგვისტო, 2015 - 17:29

ვისურვოთ, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გმირ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

„ის, რაც თქვენ გააკეთეთ, მართლაც ბრძოლის ტოლფასია, რადგან მთელმა მსოფლიომ ნახა ეს შემზარავი კადრები და თქვენი გმირობა დასაფასებელია. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მაშინ საკუთარი სიცოცხლე გარისკეთ და ჩვენს ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან ერთად სწორედ ფრონტის წინა ხაზზე იყავით და დააფიქსირეთ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის შეფასება. ეს არის საოცრად შემზარავი ისტორია და ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა გამოიარა. მე პირადად ამის გახსენებაც კი მზარავს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც არის პასუხისმგებელი მშვიდობაზე, მოსახლეობის სტაბილურობაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი კონფლიქტი, დაპირისპირება, შუღლი და ესკალაცია. კიდევ ერთხელ, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, პოლიციელების, მათი ოჯახების წინაშე, რომ ასეთი გმირები გაგვიზარდეს. მართლაც ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გამოვლა და იმედი მაქვს, მომავალი თაობა, ჩვენი შვილები დააფასებენ მათ ღვაწლს ჩვენი სამშობლოს წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფოტოგამოფენაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავის მიეძღვნა, 6 ფოტორეპორტიორის ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენა ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ორგანიზებით მოეწყო.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42