ქვეყანა უნდა იყოს შეთანხმებული მთავარ საკითხებზე, ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე - თინათინ ხიდაშელი

შაბათი, 08 აგვისტო, 2015 - 14:34

აგვისტოს ომის 7 წლისთავის აღნიშვნა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა 7 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ომის გაკვეთილებმა, ტრაგედიამ, წინააღმდეგობებმა და აგრესიამ ქვეყანამ უნდა გააერთიანოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ აგვისტოს დღეები იქნება ერის გაერთიანების და ქართველი ხალხის ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი. არ არსებობს სამხედრო ძალა, არ არსებობს შეიარაღებული ძალები, რომელიც ომს მოიგებს და ქვეყანას გაამარჯვებინებს, თუ არ არის კონსენსუსი. ქვეყანა უნდა იყოს შეთანხმებული მთავარ საკითხებზე - ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე, საით მიდის ქვეყანა და რა არის მნიშვნელოვანი რისთვისაც სიცოცხლესაც გასწირავ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55