ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ წილის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს და ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღებას ითხოვს

ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2015 - 20:11

„რუსთავი 2-ის“ წილის დასაბრუნებლად, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და უზრუნველყოფის მიზნით, ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ხალვაშის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. სარჩელი „რუსთავის 2-ის“ პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა. ადვოკატების განმარტებით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ იგეგმება წილების გადაფორმება, რათა კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს.

პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავის 2-ის“ წილების დაყადაღება მათ საშუალებას მისცემს, აღიკვეთოს პოტენციური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი. ადვოკატის განმარტებით, ხალვაშის ცალსახა პოზიციაა, რომ მისი შელახული უფლებების სამართლებრივი აღდგენის პროცესში განხორციელდეს მხოლოდ ისეთი მოქმედებები, რომელიც ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

პაატა სალია ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, აღნიშნული საკითხი არ გამოიყენებენ პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისთვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46