როგორც სჩანს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაცია გახლდათ! - ნინო ბურჯანაძე

ორშაბათი, 03 აგვისტო, 2015 - 14:59

„საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი კრახი, რომლითაც პრაქტიკულად ოფიციალაურ დონეზე გათეთრდა და გაცოცხლდა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის და მისი გუნდის წევრების საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის ფაქტს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის მიერ იყვნენ ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებებში თავისუფლად ტოვებენ ქვეყანას, იხსნებიან ინტერპოლის ძებნიდან, იგებენ ევროპულ სასამართლოებს, ინიშნებიან მეგობარ სახელმწიფოებში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ხოლო მათ მიერ, წლების მანძილზე გამწარებული საქართველოს მოსახლეობა მესამე წელია ელოდება ქვეყანაში სამართლიაობის პროცესის დაწყებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მხოლოდ დღეს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: როგორც სჩანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება და დატერორებული ხალხისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაცია გახლდათ, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42