განცხადება ინტერპოლის ძებნის მეთოდოლოგიის შეცვლაზე კომიკურია, რადგან ორგანიზაცია 1956 წელს მიღებული წესებით ხელმძღანელობს - ნუგზარ წიკლაური

შაბათი, 01 აგვისტო, 2015 - 14:12

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კომიკურია პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, სადაც ინტერპოლის ძებნილთა სიაში მოხვედრის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბრობს.

„როგორც მოგეხსენებათ ინტერპოლმა უარყო საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქმედება ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას პოლიტიკური ნიშნით პირებზე დევნის გამოცხადება აკრძალული აქვს. აღნიშნული მუხლი 1956 წელსაა მიღებული. ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სადაც ის აღნიშნავს, რომ თითქოს უარის თქმის მოტივი ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებაა, კომიკურია. აღნიშნული გადაწყვეტილება არის ანალოგიური, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ადრე ევროპის საბჭოსა და პარლამენტის მიერ, აგრეთვე საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოების მიერ იქნა მიღებული. ცხადია, რომ საერთშორისო საზოგადოება ერთსულოვანია საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასა და სამართლებრივი მექანიზმების სწორედ ამ მიმართულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით დევნა, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ასევე, გახსნას შესაძლებლობები მათთვის, ვინც პოლიტკური ნიშნით არიან დევნილები, რათა დაბრუნდნენ საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ დემოკრატიული უფლებების ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებს აქვთ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში“, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43