პატრონიანებმა დაიბრუნეს წართმეული ქონება, უპატრონოები აღარც ოცნებობენ "ოცნების" მიერ "ნაცების" წართმეულის დაბრუნებაზე -

ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2015 - 21:48

საქართველოში ყვავის შერჩევითი სამართალი. ამის დადასტურებას არ სჭირდება  მაღალი რანგის ევროპარლამენტართა ჩამოსვლა და შეფასებითი განცხადებები, - აცხადებს  თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით, ამის დასტურია ის, რომ მართალია  რამდენიმე ბობოლა "ნაციონალი" ზის  ციხეში და გარეთ ნავარდობენ ის „ნაციონალები“,  რომელთაც მოძებნეს საერთო ენა "ქართული ოცნების" მაღალ ეშელონებში. 

„უამრავის ფაქტის  დასახელება შეიძლება, მაგრამ ერთის განზოგადებით კარგად  გამოჩნდება საერთო სურათი. გავიხსენოთ,"ნაციონალების"ჯერ გზების, შემდეგ კი,რეგინული მართვის მინისტრი  ნიკოლაიშვილი... მას სრულიად სამართლიანად თვლიდნენ ბიჯეტის ფულის  ხაზინადარად - კარგად ახერხებდა ბიუჯეტის ძარცვას და მისი ნაწილით  „ნაციონალების" დაფინანსებას...  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოცარ  შეფასებებს აკეთებდნენ მის კრიმინალურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით  საპარლამენტო არჩევნების და ახალი ხელისუფლების პირველ პერიოდში. შემდეგ  ყველაფერი დაწყნარდა, როგორც ჩანს, კახი კალაძესთან მისი კავშირების გამო. დღეს ეს  კაცი დიდი ფიგურაა და მისი ხელმოწერით დასტურდება სახელმწიფოს მიერ  აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან აღებული მილიარდ ნახევრის ხარჯვა  აზერბაიჯანული მხარის მიერ... ფული იხარჯება, ვალი გვედება, საქმე კი არ  კეთდება,"ნაცების" დიდ ხაზინადარ-კრიმინალს კარგი პატრონი ჰყავს ამ  ხელისუფლებაშიც. მსგავსი ფაქტებით სავსეა დღევანდელობა, რაც ადასტურებს  მას,  რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ამას ადასტურებს ისიც,რომ დღევანდელ  ხელისუფლებაშიც არაერთი მდიდრდება წარმატებულად, იციან კიდეც, მაგრამ....მაგრამ  რაც არ ეპატიება უპატრონო კრიმინალს, ეპატიება-პატრონიანს. პატრონიანებმა  დაიბრუნეს წართმეული ქონება, უპატრონოები აღარც ოცნებობენ "ოცნების" მიერ  "ნაცების" წართმეულის დაბრუნებაზე“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46