ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება - გიორგი კვირიკაშვილი

ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2015 - 20:07

ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების მიზეზს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას ეხებოდა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ამის გამოყენების მიზეზს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, მაგრამ ძირითად ნაწილში, წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებულ იქნა. ამიტომ, მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლება-მოსილებაა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44