ენერგეტიკის სამინისტრო „რუსთავი2“-ს მცდარი ინფორმაციის გაშუქებასა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

სამშაბათი, 28 ივლისი, 2015 - 19:39

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო „რუსთავი2“-ს  მცდარი ინფორმაციის გაშუქებასა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და მოქალაქეები შეყავს შეცდომაში. 27 ივლისს „რუსთავი2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი - მოსახლეობისთვის ბუნებირვი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას.

ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად ტელეკომპანია “რუსთავი 2“ კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება.

მოგახსენებთ, რომ მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. "შაჰ-დენიზის" სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებირვი აირით მოარაგება ”ყაზახის” ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო ”ყაზახის” მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნბრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, "შაჰ-დენიზის” მილსადენი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მილსადენების გამართული ფუნქციონიერების მიზნით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა და ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და მითუმეტეს არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა.

საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია „რუსთავი-2“-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაცია გადაამოწმონ უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44