სახელმწიფომ გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებულ იქნეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, - გიორგი კვირიკაშვილი

ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2015 - 19:45

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაზე "ენერგოპრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფის 3.48 თეთრით გაზრდის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, სამი წლის წინ სახელმწიფოს მხრიდან ენერგომომწოდებლებთან ერთად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარიფის 3,54 თეთრით კლების შესახებ, დღეს, დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.

„ვფიქრობ, იმის მერე, რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა - მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ბევრ ქვეყანაში ანუ მოხდა დოლარის გამყარება. ვინაიდან ჩვენ ვართ ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ამის გარდა ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებულ იქნეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42