რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილს ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებასა და პოლიტიკურ ინტრიგებში ადანაშაულებს

სამშაბათი, 21 ივლისი, 2015 - 22:21

უკრაინაში ოდესის რეგიონის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და ოლიგარქ  იგორ კოლომოისკის თანამოაზრეებს შორის  სკანდალი გაჩაღდა. უკრაინის  რადას დეპუტატმა  ბორის ფილატოვმა ქართველი პოლიტიკოსები ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებასა და პოლიტიკურ ინტრიგებში დაადანაშაულა.  დეპუტატი ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ  სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

"თქვენ პასუხს აგებთ "ბანდიტიზმისა და რეკეტისთვის".  მტკიცებულებებით.  მე ვეტყვი ყველას, თუ რა მიიღე საკუთარ ქვეყანაში. ტელეკომპანია "იმედის" განადგურებისთვის, დაკავებულების გაუპატიურებისთვის და თქვენს დამოკიდებულებას  მასტიმულირებელი  ნივთიერებებისადმი", - წერს დეპუტატი  Facebook-ის  თავის გვერდზე.

ფილატოვი, პროცესის მოგების შემთხვევაში, სასამართლოსგან მიღებულ კომპენსაციას  - ერთ გრივნას უკრაინაში  საქართველოდან ლტოლვილთა  ფონდში გადარიცხავს.

სააკაშვილსა და ფილატოვს შორის დაპირისპირება ჩერნიგოვში 19 ივლისს მოხდა. ფილატოვმა სააკაშვილს "უცხო ქვეყნის სიბინძურე", ხოლო სააკაშვილმა ფილატოვს "ნაბიჭვარი ბანდიტი" უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43