საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს კაი შელლერს შეხვდა

სამშაბათი, 21 ივლისი, 2015 - 16:21

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (Bundesrechnungshof) პრეზიდენტს, კაი შელლერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო სახსრების გამოყენების ანგარიშვალდებულებას და ქვეყანაში უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის როლს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კაი შელერი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) რიგით მე-10 პრეზიდენტად 2014 წლის 30 ივნისს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43