ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 22:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ქ. შანლიურფას სურუჩის რაიონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოს ხელისუფლება გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მწუხარებას გამოვთქვამთ ტერაქტის შედეგად დაღუპული ათობით ადამიანის გამო. ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. გისურვებთ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის ჟამს,“–ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46