პრემიერის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192 სტუდენტი დააფინანსა

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 21:39

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192 (2014 წელს- 77, 2015 წელს კი-115) სტუდენტი დააფინანსა.

სტუდენტები ჰარვარდის, ედინბურგის, ჯორჯ ვაშინგტონის, ჯორჯთაუნის, სორბონის, კალიფორნიის, სასექსის, მიჩიგანის, არიზონის და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში სოციალური მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებას, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ჯანდაცვასა და სამედიცინო მიმართულებებს, აგრონომიისა და ურბანისტიკის სპეციალობას ეუფლებიან.

სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტი, რომლებმაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში გაიარეს, შემოდგომაზე საქართველოს დაუბრუნდება და საჯარო სექტორში დასაქმდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45