დონალდ ტუსკმა საქართველის კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა და თანადგომა

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 21:55

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა არა მარტო  საზღვართან შექმნილ  ვითარებაში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს დონეზე.

„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოპატიჟებისთვის. მართალია, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში და აქ არ ვიმყოფებით იოლი საქმისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, განსაკუთრებით ამ სირთულეების წინააღმდეგ, არა მხოლოდ თქვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ რთულ ვითარებაში, ვგულისხმობ თქვენს საზღვართან შექმნილ ძალიან უცნაურ სიტუაციას, არამედ, ასევე ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და, რა თქმა უნდა, ორმხირივი შეთანხმებების საფუძველზე. დღეს ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ევროპასა და საქართველოს შორის საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ფაქტობრივად, არ მქონდა არჩევანი, ეს ჩემი ვალდებულება იყო გამომეძებნა დრო და ჩამოვსულიყავი თქვენთან, რაც ჩემთვის დიდი პატივია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43