გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 21:48

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. 

“ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამ რთულ ვითარებაში, რომელიც ახლა საქართველოშია, თქვენ გამონახეთ დრო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისათვის და ყურადღება გაამახვილეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. თქვენი აქ ყოფნა, საქართველოსა და ევროკავშირის უწყვეტი პარტნიორობის და საერთო ღირებულებების გამოხატულებაა; ადასტურებს, რომ ჩვენ მომავალისადმი საერთო ხედვა გვაქვს და, რა თქმა უნდა, იმ რთულ პერიოდში, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის უწყვეტი ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ევროკავშირის ლიდერი, რომელიც ფიქრობს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ქვეყნის თავისუფალ არჩევანზე, სტუმრობს საქართველოს. მოხარული ვარ მოგესალმოთ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას ახალ რანგში სტუმრობთ და მჯერა, რომ თქვენს ვიზიტს საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობა ექნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში სტუმრობისათვის. ეს არის ჩვენი უწყვეტი სვლა და ვხედავთ, რომ მივდივართ მომავლისაკენ საერთო მიმართულებით. კიდევ ერთხელ გმადლობთ.“

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41