საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 20:36

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პრეზიდენტებმა შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით საერთო ძალისხმევის გაძლიერებას გაუსვეს ხაზი. მხარეებმა რიგის სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირში მიმოსვლის უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.

გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას, კერძოდ წითელუბანსა და ორჭოსანში ე.წ. “საზღვრის” გადმოწევის საკითხს, დაეთმო.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის ცალკეული ინცინდენტი, ეს ევროპული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებების სრული მიუღებლობა.

ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42